Tuesday, March 21, 2017

პროექტი "ჩემი ხელით აგებული სკოლა"

1. პროექტის სახელწოდება: ჩემი ხელით აგებული სკოლა
2. პროექტის მთავარი იდეა (თემა) 1-2 წინადადებით: მათემატიკაში მიღებული ცოდნის გამოყენებით  სკოლის შენობისა და ეზოს მაკეტების შექმნა.
3. პროექტის აქტუალობა:მიღებული ცოდნის  საკუთარი საჭიროებების მიხედვით გამოიყენება.
4. პროექტის მიზნები: მოსწავლეები განივითარებენ მათემატიკაში მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების უნარს, გაზომვისა და გეომეტრიული ფიგურების დაპროექტების უნარებს, ჯგუფში მუშაობის, თანამშრომლობის, ფოტო გადაღების უნარებს, სივრცეში ორიენტირების უნარი.
5.მონაწილეთა ასაკი: 14-15
6. ვადები: 8 კვირა
7.მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას: სკოლის შენობის და ეზოს მაკეტი. ფოტოალბომი.
8. პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:სიგრძის საზომი ლენტი, კუთხის საზომი ხელსაწყო, მუყაო, წებო, ფორმატები, სხვადასხვა ფერის საღებავი, კომპიუტერი, ფოტოაპარატი, კალკულიატორი.

9. პროექტის მსვლელობა:(ძირითადი აქტივობები): მოსწავლეები დაიყოფიან სამ. ჯგუფად. ერთი ჯგუფი შეასრულებს გაზომვით სამუშაოებს, მეორე ჯგუფი შექმნის მაკეტის მასშტაბს და შესაბამისად რეალურ ზომებს გადაიყვანს მასშტაბის ზომებში, ხოლო მესამე ჯგუფი მიღებული ზომების მიხედვით ააწყობს მაკეტს, რომლის პრეზებნტაცია მოეწყობა სკოლის ფოიეში. პროექტის ყველა ეტაპზე მოხდება ფოტოების გადაღება, შეიქმნება ფოტო-ალბომი, რომელიც განთავსდება ინერნეტში, მოეწყობა მისი პრეზენტაცია.
10. საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი: მათემატიკასთა", ისტ-თან, გეოგრაფიასთან, ხელოვნებასთან.
11. პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი): ჯილდა ჯავაშვილი
12. ხელმძღვანელის ელ.ფოსტა jildajavashvili@gmail.com
13. პროექტის ვებ-გვერდი/ბლოგი;


პროექტის განხორციელების გეგმა

No comments:

Post a Comment